ბრიტანელ ნაციონალისტებსა და შოტლანდიის დამოუკიდებლობის მომხრეებს შორის შეტაკება მოხდა

ბრიტანელ ნაციონალისტებსა და შოტლანდიის დამოუკიდებლობის მომხრეებს შორის შეტაკება მოხდა

გლაზგოში ბრიტანელ ნაციონალისტებსა და შოტლანდიის დამოუკიდებლობის მომხრეებს შორის შეტაკებები მოხდა. "ბიბისის" ინფორმაციით , პოლიციამ შეტაკებების შედეგად ექვსი ადამიანი დააკავა. სამართალდამცავების განცხადებით, ორივე დაჯგუფებაში 100-მდე ადამიანი იმყოფებოდა და მათი გაშველება პოლიციას მოუწია.

შოტლანდიაში 18 სექტემბერს გამართული რეფერენდუმის შედეგად მონაწილეთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ქვეყნის გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობაში დარჩენას. რეფერენდუმის შედეგებით, შოტლანდიის დამოუკიდებლობას ხმა მისცა რეფერენდუმის მონაწილეთა 45%-მა, გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობაში დარჩენას კი 55%-მა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა