საიდუმლო სამსახურმა თეთრი სახლის დაცვა გააძლიერა

საიდუმლო სამსახურმა თეთრი სახლის დაცვა გააძლიერა

აშშ-ის საიდუმლო სამსახურმა თეთრი სახლის დაცვა გააძლიერა. სამსახურის დირექტორის, ჯულია პირსონის განკარგულებით, გაძლიერდა გარე თვალთვალის სისტემა და პატრულირება.

ამის მიზეზი თითქმის ერთი დღე-ღამის განმავლობაში მომხდარი ორი ინციდენტია, როდესაც დღის სხვადასხვა მონაკვეთში ორი პიროვნება თეთრი სახლის ტერიტორიაზე შესვლას შეეცადა. მათ შორის ბოლო ინციდენტის დროს მამაკაცი ერთ-ერთ შესასვლელთან მივიდა და ტერიტორიაზე შესვლა სურდა. მას უარი უთხრეს, რის შემდეგაც ის ავტომობილით სხვა შესასვლელთან მივიდა. მან არ შეასრულა პოლიციის მითითება - დაეტოვებინა ტერიტორია, რის გამოც დააპატიმრეს. სხვა დეტალები უცნობია.

მანამდე კი 42 წლის ტეხასელი მამაკაცი თეთრი სახლის ღობეზე გადახტა და პრეზიდენტის რეზიდენციის შესასვლელამდე მისვლა მოახერხა. ის დაცვამ უშუალოდ შესასვლელ კართან დააკავა. ამ ინციდენტის გამო თეთრი სახლის ევაკუაცია გახდა საჭირო.

ინციდენტის დროს ბარაქ ობამა ოჯახთან ერთად რეზიდენციაში არ იმყოფებოდა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა