"ბოევიკებმა" დონეცკის აეროპორტზე შტურმი მიიტანეს

"ბოევიკებმა" დონეცკის აეროპორტზე შტურმი მიიტანეს

დონეცკში "ბოევიკებმა" კიდევ ერთხელ მიიტანეს შტურმი ადგილობრივ აეროპორტზე. უკრაინული მედიის ცნობით, დონეცკის მოსახლეობის განცხადებით, აეროპორტზე ახალი შეტევა გუშინ საღამოს დაიწყო და აეროპორტის მიმართულებით "ბოევიკები" გრადებიდან ისროდნენ.

დონეცკის მერიის პრესსამსახურის ცნობით, დონეცკში ამ დრომდე დაძაბული ვითარება რჩება. ქალაქში დღეს დილითაც ისმოდა სროლისა და აფეთქებების ხმა. "უნიანის" ცნობით, დონეცკისა და ლუგანსკის ინფრასტრუქტურისთვის მიყენებული ზარალი ამ დროისთვის უკვე 440 მილიონ დოლარს აღწევს.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა