დიმიტრი პესკოვი - ვლადიმერ პუტინი "დიდი ოცეულის" სამიტს დაესწრება

დიმიტრი პესკოვი - ვლადიმერ პუტინი "დიდი ოცეულის" სამიტს დაესწრება

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ავსტრალიაში, "დიდი ოცეულის" სამიტს დაესწრება. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. "პრეზიდენტი აგრძელებს მოახლოებული სამიტისთვის და მასში მონაწილეობისთვის მზადებას", - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

უცხოური მედიის ინფორმაციით, როგორც ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯულია ბიშოპმა განაცხადა, "დიდი ოცეულის" ქვეყნების წარმომადგენლები ვერ შეთანხმდნენ სამიტზე რუსეთის მონაწილეობის საკითხზე. "დიდი ოცეულის" ქვეყნების წარმომადგენლებს ამ მომენტისთვის არ აქვთ ჩამოყალიბებული მოსაზრება, უნდა მიიღოს თუ არა მონაწილეობა რუსეთის პრეზიდენტმა G20-ის სამიტში", - აღნიშნა ჯულია ბიშოპმა.

"დიდი ოცეულის" სამიტი ავსტრალიის ქალაქ ბრისბენში 15-16 ნოემბერს გაიმართება

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა