რუსეთის საგარეო უწყება "ფეისბუქის" გვერდზე "ნიუ იორკ თაიმსში" მიხეილ სააკაშვილზე გამოქვეყნებულ სტატიას აზიარებს

რუსეთის საგარეო უწყება "ფეისბუქის" გვერდზე "ნიუ იორკ თაიმსში" მიხეილ სააკაშვილზე გამოქვეყნებულ სტატიას აზიარებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო "ფეისბუქის" ოფიციალურ ვებგვერდზე გასულ კვირას "ნიუ იორკ თაიმსში", მიხეილ სააკაშვილის შესახებ გამოქვეყნებულ სტატიას აზიარებს. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო "ფეისბუქზე" წერს, ჯეისონ ჰოროვიცმა "ნიუ იორკ თაიმსში" საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე სტატია დაწერა, რომელშიც აღნიშნავს, რომ "მიხეილ სააკაშვილი ტრიუმფალურ დაბრუნებას გეგმავს. მიუხედავად იმისა, რომ დიდების მწვერვალიდან მისი მყისიერი დაცემა გაფრთხილებაა ბევრი ამერიკელი ოფიციალური პირისთვის, რომლებსაც ჰქონდათ იმედი, რომ ის იქცეოდა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში დემოკრატიის სამაგალითო ექსპორტიორად".

გასულ კვირას "ნიუ იორკ თაიმსში" გამოქვეყნებულ სტატიაში, რომლის თარგმანი "ინტერპრესნიუსზეც" გამოქვეყნდა, აღნიშნული იყო, რომ მიხეილ სააკაშვილი აშშ-ში ტურისტულ სტატუსს სამუშაო ვიზაში ცვლის. ავტორი ასევე წერდა, რომ ამჟამად საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ნიუ იორკში, უილიამსბურგში, ბიძის სახლში ცხოვრობს და ხშირად ხვდება ძველ მეგობრებს, მათ შორის სენატორ ჯონ მაკკეისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ვიქტორია ნულანდს.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა