ჰონგ-კონგში პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

ჰონგ-კონგში პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

ჰონგ-კონგში დემოკრატიის მხარდამჭერთა გამოსვლები გრძელდება. "ბიბისი"-ს ინფორმაციით, ათასობით ადამიანს ამ დრომდე გადაკეტილი აქვს ქალაქის ცენტრალური ქუჩები და მიუხედავად ხელისუფლების არაერთი მოწოდებისა, დაშლას არ აპირებენ. აქციის მომხრეები უკმაყოფილებას გამოთქვამენ იმასთან დაკავშირებით, რომ ჩინეთის ხელისუფლება გეგმავს თავად შეარჩიოს კანდიდატები ჰონგ-კონგში 2017 წელს გასამართი ადგილობრივი ადმინისტრაციის პირდაპირი წესით არჩევნებისთვის.

"ბიბისი"-ს ცნობით, დემონსტრანტები მთელი ღამის განმავლობაში არ დაშლილან, გუშინ კი პოლიცია მათ დარბევას ცრემლსადენი გაზისა და რეზინის ხელკეტების გამოყენებით შეეცადა. პოლიციის ინფორმაციით, გუშინ მათ 78 ადამიანი დააკავეს. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, სპეცდანიშნულების რაზმმა უკან დაიხია, რადგან აქციის მონაწილეები დამშვიდდნენ. თუმცა, ამ დრომდე დახურული რჩება სკოლები და ბანკები, თითქმის პარალიზებულია ტრანსპორტის მოძრაობა.

ჰონგ-კონგი, რომელიც დიდი ბრიტანეთის ყოფილი კოლონიაა, 1997 წლიდან ჩინეთის მფლობელობაში გადავიდა. ფლობს ფართო ავტონომიას და აქვს საკუთარი ვალუტა, თუმცა მიუხედავად ამისა, ადგილობრივები უკმაყოფილებას გამოთქვამენ, რომ ოფიციალური ჩინეთის გავლენა ჰონგ კონგის შიდა პოლიტიკაზე სულ უფრო იზრდება.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა