ებოლას ვირუსით გარდაცვლილი ორი ქალი "მკვდრეთით აღსდგა"

ებოლას ვირუსით გარდაცვლილი ორი ქალი "მკვდრეთით აღსდგა"

ლიბერიაში ებოლას ვირუსით გარდაცვლილი ორი ქალი საკუთარ დასაფლავებაზე "გაცოცხლდა". ინციდენტი ქალაქ განთაში მოხდა.

ადგილობრივი კათოლიკური კომუნის ორი მცხოვრები - 40 და 60 წლის ქალები, რომლებიც ებოლათი დაინფიცირების შედეგად გარდაცვლილები ეგონათ, დაკრძალვაზე მოულოდნელად გამოფხიზლდნენ. ებოლათი გარდაცვალების შემდეგ "მკვდრეთით აღდგომის" ფაქტმა ადგილობრივ მცხოვრებლებში მასიური პანიკა გამოიწვია. რამდენიმე მათგანი იმასაც ირწმუნება, რომ ერთ-ერთი გარდაცვლილი ქალის სული დაინახა.

2014 წლის სექტემბრისთვის ბოლო ორ დღეში ებოლას ვირუსით დაავადებულთა რიცხვი გვინეის, ლიბერიის და სიერა-ლეონეს ტერიტორიაზე 311 ადამიანით გაიზარდა. ამასთან, დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 6 574 ადამიანს უტოლდება.

ბოლო ცნობების მიხედვით, ებოლას ვირუსით 3 091 ადამიანი დაიღუპა, მათგან 211 მედიცინის მუშაკი იყო, რომლებსაც ვირუსი პაციენტებმა გადასდეს.

მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა