აშშ-ის ჯარებს ავღანეთში დარჩენა 2014 წლის შემდეგაც შეუძლიათ

აშშ-ის ჯარებს ავღანეთში დარჩენა 2014 წლის შემდეგაც შეუძლიათ

ავღანეთის ახალმა ხელისუფლებამ და აშშ-მა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის თანახმადაც, აშშ-ის ჯარებს ქვეყანაში დარჩენა 2014 წლის შემდეგაც შეუძლიათ."ბიბისის" ინფორმაციით, ავღანეთსა და აშშ-ის შორის გაფორმებული ორმხრივი უსაფრთხოების ახალი შეთანხმების მიხედვით, ავღანეთის ტერიტორიაზე აშშ-ის ჯარებს 2014 წლის შემდეგ შეზღუდული რაოდენობით, მხოლოდ 9 800 სამხედროთი შეუძლია დარჩენა და ეს რაოდენობა უნდა გაანახევროს 2015 წლის ბოლოსთვის, ხოლო 2016 წლის ბოლოს აშშ-ის ჯარებმა უნდა დატოვონ ავღანეთი.

ავღანეთის ყოფილმა პრეზიდენტმა უარის თქვა აშშ-სთან ორმხრივი უსაფრთხოების შეთანხმების ხელმოწერაზე. ამ დროისთვის ავღანეთში აშშ-ის 30 ათასამდე სამხედრო იმყოფება.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა