ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ძალაში დატოვა

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ძალაში დატოვა

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ძალაში დატოვა. "როიტერის" ინფორმაციით, ევროკავშირის წარმომადგენლის განცხადებით, ევროკავშირი სტატუს-კვოს ინარჩუნებს. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კეტრინ ეშტონის პრესსპიკერის მაია კოსიანჩიჩის განცხადებით კი, რუსეთი სრულად არ ასრულებს აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის პირობებს.

ორშაბათს გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ვერ ხედავს რუსეთისთვის სანქციების გაუქმების ან შემცირების საფუძველს, თუ უკრაინაში ვითარების განვითარებას გაითვალისწინებს. ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები რუსეთის მაღლაჩინოსნების გარდა, რუსეთის ნავთობკომპანიებს, თავდაცვის სფეროში მოღვაწე კომპანიებს, ასევე ბანკებს ეხება.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა