უკრაინული მედია - აღმოსავლეთ უკრაინაში რუსული ტანკები კვლავ გამოჩნდნენ

უკრაინული მედია - აღმოსავლეთ უკრაინაში რუსული ტანკები კვლავ გამოჩნდნენ

აღმოსავლეთ უკრაინაში, დებალცევოს რაიონში, 27 რუსული ტანკის გადაადგილება დაფიქსირდა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, მანამდე ტანკების გადაადგილება შეინიშნებოდა სხვადასხვა რაიონებში. უკრაინის სამხედრო-პოლიტიკური კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელის დიმიტრი ტიმჩუკის განცხადებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ასევე დაფიქსირდა რუსეთის შეიარაღებული ძალების სადესანტო ქვედანაყოფის გადაადგილება დასახლებულ პუნქტ სტახანოვში.

"რუსი მედესანტეები 10-კაციანი ჯგუფებით, სპეციალური ავტოტრანსპორტით გადაადგილდებიან", - განაცხადა დიმიტრი ტიმჩუკმა. მისივე ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ბოევიკებმა და რუსმა სამხედროებმა უკრაინის სამთავრობო ძალების პოზიციების მიმართულებით სულ მცირე 30-ჯერ გახსნეს ცეცხლი.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა