კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრეებმა რეფერენდუმის შეჩერება გააპროტესტეს

კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრეებმა რეფერენდუმის შეჩერება გააპროტესტეს

კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრეებმა ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება მასობრივი აქციით გააპროტესტეს, რომელმაც კატალონიის დამოუკიდებლობის თაობაზე გასამართი რეფერენდუმის ჩატარება შეაჩერა.

"ევრონიუსის" ინფორმაციით, ბარსელონაში გამართულ აქციაში დაახლოებით ხუთი ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, საპროტესტო აქციები კატალონიის სხვა ქალაქებშიც გაიმართა. "კატალონიის დამოუკიდებლობის ჯგუფის" ლიდერის კარმე ფორკადელის განცხადებით, კოკისპირული წვიმის მიუხედავად, აქციის მონაწილეები არ დაიშალნენ.

გასულ კვირას კატალონიის პრეზიდენტმა არტურ მასმა რეგიონის დამოუკიდებლობის თაობაზე რეფერენდუმის 9 ნოემბერს გამართვის შესახებ ბრძანებულებას მოაწერა ხელი. თუმცა, მოგვიანებით ესპანეთის ხელისუფლებამ კატალონიის რეფერენდუმის გამართვის თაობაზე სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა