ავსტრალია "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ შექმნილ კოალიციას უერთდება

ავსტრალია "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ შექმნილ კოალიციას უერთდება

ავსტრალია დღეიდან "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ შექმნილ კოალიციას შეუერთდება. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ტონი ებოტმა განაცხადა. მისივე თქმით, ავსტრალიის თვითმფრინავები ერაყში, "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ განხორციელებულ ავიაშეტევებში მიიღებენ მონაწილეობას.

"საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია, როდის მიიღებენ ჩვენი თვითმფრინავები ავიაშეტევებში მონაწილეობას, მაგრამ დღეიდან ისინი ფრენებს განახორციელებენ ერაყის საჰაერო სივრცეში მოკავშირეების ოპერაციის მხარდასაჭერად", - აღნიშნა ტონი ებოტმა. "ბიბისის" ცნობით, გასულ თვეს ავსტრალიამ 600 სამხედრო და რვა გამანადგურებელი F/A-18F გაგზავნა არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, კოალიციის მისიაში მონაწილეობისთვის მოსამზადებლად.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა