ბრაზილიაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება

ბრაზილიაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება

ბრაზილიაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება. "ბიბისის" ინფორმაციით, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა დილმა რუსეფმა ამომრჩეველთა ხმების 42% მიიღო , მისმა მთავარმა მეტოქემ, მემარჯვენე ესიო ნევეშმა კი - 34%. მეორე ტურში სწორედ ეს ორი კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას.

რაც შეეხება კიდევ ერთ კანდიდატს, ეკოლოგ მარინა სილვას, მან ამომორჩეველთა ხმების 21% მოიპოვა. გუშინ ბრაზილიაში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა 142 მილიონმა ადამიანმა მიიღო. "ბიბისის" ცნობით, ბრაზილიაში საპრეზიდენტო არჩევენის მეორე ტური სავარაუდოდ 26 ოქტომბერს გაიმართება.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა