რუსული მედია - რუსეთში საქართველოს ქვეყნის მტრად გამოკითხული მოსახლეობის 1 პროცენტი მიიჩნევს

რუსული მედია - რუსეთში საქართველოს ქვეყნის მტრად გამოკითხული მოსახლეობის 1 პროცენტი მიიჩნევს

რუსეთში საქართველოს ქვეყნის მტრად მხოლოდ გამოკითხული მოსახლეობის 1 პროცენტი მიიჩნევს. ამის შესახებ მედია იუწყება. გაზეტა.რუ-ს ინფორმაციით , საქართველოსადმი დამოკიდებულება ამჟამად რუსეთის მოსახლეობას შორის ნეიტრალურია."თუ 2008 წელს იგივე გამოკითხვაში საქართველო, აშშ-სთან ერთად, რუსეთის მოსახლეობას შორის პირველ ადგილს იკავებდა მტრულად განწყობილი ქვეყნების რეიტინგში და რესპონდენტთა 25% მტრად მიიჩნევდა, ახლა ეს მაჩვენებლი მხოლოდ 1 პროცენტია", - ნათქვამია გაზეტა.რუ-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რუსეთის საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი ცენტრის მიერ ჩატარებული გამოკითხვით, რესპონდენტთა დიდი ნაწილი რუსეთის დიდ მეგობრად მსოფლიო არენაზე ჩინეთს მიიჩნევს, რომელსაც გამოკითხვაში ბელორუსი და ყაზახეთი მოსდევს. გამოკითხვის თანახმად, შედარებით შემცირდა კეთილგანწყობა გერმანიის მიმართ. თუ 2008 წელს გამოკითხული მოსახლეობის 17% გერმანიას ერთ-ერთ მთავარ მოკავშირედ მიიჩნევდა, წელს ასე მხოლოდ რესპონდენტთა 2% ფიქრობს.

რუსეთის საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი ცენტრის მიერ ჩატარებული მონაცემებით, ანტირეიტინგში პირველ ადგილს აშშ-ი იკავებს. რესპონდენტთა 73 პროცენტი ამერიკას რუსეთისადმი ყველაზე მტრულად განწყობილ ქვეყნად მიიჩნევს, გამოკითხულთა 32 პროცენტი კი ფიქრობს, რომ ყველაზე დიდი რუსოფობი ქვეყანა უკრაინაა.

რუსეთისადმი არამეგობრულად განწყობილ ქვეყნების ხუთეულში ასევე მოხვდნენ დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი, კანადა და საფრანგეთი. "ყველაფერი ეს დაკავშირებულია პროპაგანდასთან. თუ გადავხედავთ პოზიტიურ და ნეგატიურ სიუჟეტებს, ამ მხრივ პირველ ადგილზე სწორედ აშშ-ი, უკრაინა და გერმანია არიან, პოზიტიურ სიუჟეტებში კი ჩინეთი ლიდერობს. ხალხს პოზიტიურ სიუჟეტებს უჩვენებენ ჩინეთზე, ბელორუსზე და ყაზახეთზე. ეს სოციალური გამოკითხვაც იმ პროპაგანდის ასახვაა, რომელსაც მოსახლეობას ახვევენ თავს", - განაცხადა რუსეთის ეროვნული სტრატეგიის საბჭოს თავმჯდომარე ვალერი ხამიაკოვმა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა