აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილე - საქართველო ძლიერი, შთამბეჭდავი პარტნიორია

აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილე - საქართველო ძლიერი, შთამბეჭდავი პარტნიორია

ნატო-ს კარი ღიაა ახალი წევრებისთვის, - ამის შესახებ საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრის მოადგილე დერეკ შოლემ ვაშინგტონში სტრატეგიულ სწავლებათა საერთაშორისო ინსტიტუტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. "ამერიკის ხმის" ქართული რედაქციის ინფორმაციით, დერეკ შოლემ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ გასულ თვეში უელსში ჩატარებულ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის სამიტზე განსაკუთრებით გაესვა ხაზი ნატო-ს სამომავლო მიზნების გარკვევით დასახვის მნიშვნელობას.

დერეკ შოლეს აზრით, რუსეთიდან წამოსულმა საფრთხემ კონტინენტზე კოლექტიური თავდაცვის აუცილებლობის საკითხი წინ კიდევ ერთხელ წამოსწია. "კარი ფართოდ არის ღია და ეს უელსის სამიტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა. იმ ორ ქვეყანასთან პარტნიორობის გეგმები კიდევ უფრო გაფართოვდა, რომელიც ყველაზე მეტად იყო დაინტერესებული ალიანსში გაწევრიანების გზაზე შემდეგი ნაბიჯები გადაედგა. საუბარია საქართველოზე და მონტენეგროზე. ორივეს აქვს სამუშაო გეგმა, რომლის მიხედვითაც მომავალ წელს ალიანსი იმუშავებს იმაზე, რომ ისინი კალენდარული წლის ბოლომდე რაც შეიძლება ახლოს მივიდნენ შემდეგი ნაბიჯისთვის მზადყოფნასთან, რაც ნატო-ს წევრობის სამოქმედო გეგმაში გამოიხატება" , - აღნიშნა შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.

მისი თქმით, საქართველო სამიტზე მიღებული პარტნიორობის გეგმით კმაყოფილი დარჩა. დერეკ შოლემ საქართველოს, როგორც ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ღირსეულ პარტნიორობაზეც განსაკუთრებული პატივისცემით ისაუბრა.

"ვერ შევძლებ იმის საკმარისად ხაზგასმას, თუ რამდენად დიდი პარტნიორები არიან ქართველები. იქნება ეს ავღანეთი თუ ქართველთა მზაობა ახლო აღმოსავლეთში დახმარების აღმოჩენისთვის. საქართველო ძლიერი, შთამბეჭდავი პარტნიორია და სიმართლე რომ ვთქვათ, მან უფრო მეტი მსხვერპლი გაიღო, ვიდრე სხვა ბევრმა ჩვენმა მოკავშირემ," - აცხადებს დერეკ შოლე.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა