პუტინი კვდება? - რუსეთის პრეზიდენტს სიმსივნე გაურთულდა

პუტინი კვდება? - რუსეთის პრეზიდენტს სიმსივნე გაურთულდა

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ძველი ავადმყოფობა - სარკომა (ძვლის ავთვისებიანი სიმსივნე) გაუმწვავდა. ამის შესახებ "ფეისბუქის" პირად გვერდზე იმიერკარპატებში მოღვაწე ცნობილი ღვთისმსახური დიმიტრი სიდორი წერს. სასულიერო პირის თქმით, პუტინის მდგომარეობა კრიტიკულია.

"ვილოცოთ ვლადიმერ ვლადიმერის ძე პუტინისთვის. ჩემმა მოსკოველმა კოლეგებმა შემატყობინეს, რომ სარკომა გაუმწვავდა. ამბობენ, რომ მდგომარეობა კრიტიკულია. ვლადიმერ ვლადიმერის ძე სლავი ხალხის მამაა, ღმერთმა ჯანმრთელობა მისცეს", - წერს მამა სიდორი.

პუტინს სიმსივნე პირველად 2003 წელს დაუდგინდა. თუმცა ეს სწორი ნაწლავის კიბო იყო, რაც მისი ამოკვეთის გზით, საკმაოდ ადვილად იკურნება. პუტინსაც ოპერაცია ჩაუტარდა. რუსეთის ხელისუფლების დაუწერელი კანონის თანახმად, პრეზიდენტის სერიოზული ავადმყოფობის შესახებ ინფორმაცია არ გახმაურებულა. ექიმები დოკუმენტს გრიფით "საიდუმლო" იცავენ და ის შესაბამისი ორგანოების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშაა.

პრეზიდენტები თანამედროვე რუსეთში, მძიმე ავადმყოფობის დროსაც კი, კრემლის კედლებს არ ტოვებენ. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პუტინს ძვლის კიბო აქვს, დამალული არავისთვისაა, თუმცა კრემლი ოფიციალურად დუმილს ამჯობინებს.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა