"ბოევიკების" მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად ექვსი უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლე დაიჭრა

"ბოევიკების" მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად ექვსი უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლე დაიჭრა

დონეცკში, წუხელ "ბოევიკების" მხრიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად ექვსი მშვიდობიანი მოსახლე დაიჭრა. "უკრაინსკაია პრავდას" ცნობით, წუხანდელმა ღამემ ქალაქში დაძაბულ ვითარებაში ჩაიარა, ნაღმტყორცნების სროლის შედეგად ქალაქში რამდენიმე შენობა დაინგრა. დონეცკის მერიის ინფორმაციით, ქალაქში ამ დრომდე ისმის სროლი ხმა.

უკრაინული მედიის ცნობით, წუხანდელი ღამის განმავლობაში "ბოევიკებმა" თავდასხმა მიიტანეს უკრაინელი ძალოვანების პოზიციებზე სხვადასხვა დასახლებულ პუნქტებში. მათივე ინფორმაციით, საბრძოლო მოქმედებების შედეგად, უკრაინელმა ძალოვანებმა 14 "ბოევიკი" გაანადგურეს.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა