"ვნუკოვოს" აეროპორტში ავიაკატასტროფის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა

"ვნუკოვოს" აეროპორტში ავიაკატასტროფის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა

ოთხი ადამიანი დაიღუპა მოსკოვში, "ვნუკოვოს" აეროპორტში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად. "ბიბისის" ცნობით, ვნუკოვოს აეროპორტში ავიაკატასტროფა განიცადა ფრანგი ბიზნესმენის, კრისტოფ დე მარჟერის კერძო თვითმფრინავმა Falcon 50-მა. ბორტზე მყოფი ოთხივე ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ფრანგული ნავთობკონცერნ "ტოტალის" დირექტორი კრისტოფ დე მარჟერი. როგორც აეროპორტის პრესსპიკერმა, ელენე კრულოვამ განაცხადა, თვითმფრინავი აფრენისას თოვლის საწმენდ მანქანას შეეჯახა. თოვლის გამწმენდი მანქანის მძღოლი საავამდყოფოში იმყოფება.

მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა