გერმანიის სადაზვერვო სააგენტო - "ბოინგ 777"-ი უკრაინაში პრორუსმა სეპარატისტებმა ჩამოაგდეს

გერმანიის სადაზვერვო სააგენტო - "ბოინგ 777"-ი უკრაინაში პრორუსმა სეპარატისტებმა ჩამოაგდეს

გერმანიის ფედერალური სადაზვერვო სააგენტოს განცხადებით, უკრაინის ტერიტორიაზე "მალაიზიის ავიახაზების" კუთვნილი "ბოინგ 777"-ი პრორუსმა სეპარატისტებმა ჩამოაგდეს. როგორც გერმანული Der Spiegel იუწყება, გერმანიის ფედერალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელის გერჰარდ შინდლერის განცხადებით, რუსმა "ბოევიკებმა" უკრაინული ბაზებიდან საზენიტო სარაკეტო კომპლექსი "ბუკი" გაიტაცეს და მისი საშუალებით განახორციელეს თვითმფრინავის ჩამოგდება.

"მალაიზიის ავიახაზების" კუთვნილი "ბოინგ 777"-ი აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორიაზე 17 ივლისს ჩამოვარდა. ავიაკატასტროფას ბორტზე მყოფი 298 ადამიანი ემსხვერპლა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა