არსებობს ვარაუდი, რომ ამერიკული იარაღი "ისლამური სახელმწიფოს" "ბოევიკების" ხელში მოხვდა

არსებობს ვარაუდი, რომ ამერიკული იარაღი "ისლამური სახელმწიფოს" "ბოევიკების" ხელში მოხვდა

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებით, მიმდინარეობს იმ ვიდეოჩანაწერის შესწავლა, რომელზეც ჩანს, რომ სირიელი ქურთი მებრძოლებისთვის განკუთვნილი ამერიკული იარაღი "ისლამური სახელმწიფოს" "ბოევიკების" ხელშია. "ბიბისის" ინფორმაციით, ორშაბათს, აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალებმა შეიარაღება და ამუნიცია, სულ 27 კონტეინერი პარაშუტების საშუალებით ჩაუყარეს ქურთ მებრძოლებს, რომლებიც სირიის ქალაქ კობანს "ისლამური სახელმწიფოსგან" იცავენ.

პენტაგონის პრესსპიკერის ჯონ კერბის განცხადებით, მიწოდებული იარაღის უმრავლესობა საჭირო ხელში აღმოჩნდა. "ბიბისის" ცნობით, როგორც მოგვიანებით პენტაგონმა განაცხადა, ერთი კონტეინერი იმ ტერიტორიაზე ჩავარდა, რომელსაც ჯიჰადისტები აკონტროლებენ, თუმცა მაშინვე განადგურდა, რათა "ისლამური სახელმწიფოს" ხელში არ ჩავარდნილიყო. თუმცა, ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში ნაჩვენებია, რომ ამერიკული იარაღი ჯიჰადისტების ხელთაა.

სიარია-თურქეთის საზღვრისპირა ქალაქ კობანის გარკვეულ ნაწილს ამ დრომდე "ისლამური სახელმწიფო" აკონტროლებს. "სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის" ინფორმაციით, გუშინ ქალაქისთვის ბრძოლის დროს 11 ქურთი მებრძოლი და "ისლამური სახელმწიფოს" 30 წევრი დაიღუპა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა