სირიაში ავიაშეტევებს ერთ თვეში 553 ადამიანი ემსხვერპლა

სირიაში ავიაშეტევებს ერთ თვეში 553 ადამიანი ემსხვერპლა

სირიაში, "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ საერთაშორისო კოალიციის მიერ განხორციელებულ ავიაშეტევებს ერთი თვის განმავლობაში 553 ადამიანი ემსხვერპლა , მათ შორის 32 მშვიდობიანი მოსახლე. ინფორმაციას ამის შესახებ "როიტერი" ავრცელებს. სირიის ადამიანის უფლებადამცველი ობსერვატორიის ინფორმაციით, გარდაცვლილთა უმრავლესობა - 464 ადამიანი "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლია. ორგანიზაციის ცნობით, დაღუპულ მშვიდობიან მოსახლეობას შორის ექვსი ბავშვი და ხუთი ქალია. აშშ-ის წინამძღოლობით საერთაშორისო კოალიცია "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ავიაშეტევებს სირიის რამდენიმე პროვინციაში ახორციელებს.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა