უკრაინის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში 4,6 მილიონი ამომრჩეველი მონაწილეობას ვერ მიიღებს

უკრაინის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში 4,6 მილიონი ამომრჩეველი მონაწილეობას ვერ მიიღებს

უკრაინის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში 4,6 მილიონი ამომრჩეველი აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების გამო მონაწილეობას ვერ მიიღებს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს. საპარლამენტო და საარჩევნო პროგრამების საზოგადოებრივი ქსელის მონაცემებით, სევასტოპოლსა და ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკაში მცხოვრები მოსახლეობა - 1,8 მილიონი მოქალაქე არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

"ჩვენი მონაცემებით, დონეცკის ოლქში, ამომრჩეველთა 49% - 1,6 მილიონი ადამიანი არჩევნებში ხმას ვერ მისცემს, ლუგანკის ოლქიდან კი ამომრჩეველთა 69%, - 1,2 მილიონი ადამიანი", - განაცხადა საპარლამენტო და საარჩევნო პროგრამების საზოგადოებრივი ქსელის წარმომადგენელმა. უკრაინაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა