დათვი არავის არაფერს დაეკითხება - პუტინი

დათვი არავის არაფერს დაეკითხება - პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სოჭში "ვალდაის" კლუბში სიტყვით გამოსვლისას, ქვეყნის ინტერესების დაცვასთან დაკავშირებით სხვადასხვა გამონათქვამები გაიხსენა.

"რაც იუპიტერისთვის არის დაშვებული, დაუშვებელია ხარისთვის"; "დათვი ნებართვას არავისგან აიღებს", "დათვი ტაიგას არავის მისცემს", - განაცხადა პუტინმა.

პუტინის თქმით, მან გაიხსენა ის გამონათქვამები, რომლებიც "ძველებს" ეკუთვნით. "ამის მიუხედავად, ჩვენ ვერ დავეთანხმებით ასეთ ფორმულირებებს. შეიძლება ხარისთვის რაღაც დაუშვებელია, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ დათვიც არავის არაფერს დაეკითხება. საერთოდაც, დათვი ჩვენთან ტაიგის პატრონად ითვლება და ვიცი, რომ მისთვის არ არის ხელსაყრელი სხვა კლიმატურ ზონაში ყოფნა. ის ტაიგას არავის დაუთმობს. ვფიქრობ, ეს ყველასთვის გასაგები უნდა იყოს", - აღნიშნა დღეს პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, დასავლეთის ქვეყნებმა გადაწყვიტეს, რომ რუსეთს არაფერი უნდა ჰკითხონ, რომელმაც დაშლის დროს ტრანსფორმაცია განიცადა. ამიტომაც დაიწყეს იმის კეთება, რაც სურდათ და არავითარ წესს არავის უთანხმებდნენ.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა