პუტინი - საჭიროა იმის გაგება, რომ არ არის საჭირო რომელიღაც სოფელზე ჩაბღაუჭება

პუტინი - საჭიროა იმის გაგება, რომ არ არის საჭირო რომელიღაც სოფელზე ჩაბღაუჭება

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, თუკი უკრაინას ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნება სურს, დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ომი და ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებთან დიალოგი დაიწყოს, - ამის შესახებ პუტინმა გუშინ სოჭში, სადისკუსიო კლუბ "ვალდაის კლუბში" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"უმთავრესია ომის შეწყვეტა. თუკი უკრაინას სურს შეინარჩუნოს ტერიტორიული მთლიანობა და ეს ჩვენც გვინდა, ე.ი საჭიროა იმის გაგება, რომ არ არის საჭირო იქ რომელიღაც სოფელზე ჩაბღაუჭება". - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა. მისივე თქმით, ამ დიალოგის ბაზაზე უნდა მოხდეს კომუნიკაციების აღდგენა, უპირველესად კი ეკონომიკის სფეროში.

უკრაინის შესახებ საუბრისას, რუსეთის ლიდერმა აღიარა, რომ უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს ვიქტორ იანუკოვიჩს რუსეთში გაქცევაში დაეხმარა. "არ დაგიმალავთ, მას დავეხმარეთ ყირიმში გადასვლაში, სადაც ის რამდენიმე დღის განმავლობაში იმყოფებოდა - იმ დროისთვის ყირიმი უკრაინის ნაწილი იყო... შემდეგ იანუკოვიჩმა რუსეთში გადასვლაში დახმარება გვთხოვა და ჩვენ დავეხმარეთ", - განაცხადა დღეს პუტინმა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა