ქალაქ მერისვილის სკოლაში მომხდარი სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

ქალაქ მერისვილის სკოლაში მომხდარი სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

ორი ადამიანი დაიღუპა აშშ-ის ქალაქ მერისვილის სკოლაში მომხდარი სროლის შედეგად. ამის შესახებ ინფორმაციას "ევრონიუსი" ავრცელებს. ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, შეიარაღებული თავდამსხმელის სკოლაში შეჭრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ოთხი მოსწავლე კი დაიჭრა. პოლიციის თქმით, დაიღუპა თავად თავდამსხმელიც, რომელიც ამავე სკოლის მოსწავლე იყო. თვითმხილველთა განცხადებით, შეიარაღებული თავდამსხმელი სკოლის კაფეში შეიჭრა და ცეცხლი გაუხსნა იქ მყოფებს. ამ დრომდე უცნობია, რა იყო თავდასხმის მოტივი.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა