ეფრაიმ გური- ებრაელი პოლიტიკოსი ქართული ფესვებით

ეფრაიმ გური- ებრაელი პოლიტიკოსი ქართული ფესვებით

იმერეთის ერთი პატარა და ბევრისთვის ნაკლებად ცნობილი სოფელ კულაშის მცხოვრებლები დიდი ხნის წინ ალბათ, ვერც კი

იფიქრებდნენ, რომ მათ სოფელში დაბადებული ბიჭი ისრაელში ცნობილი პოლიტიკოსი გახდებოდა. წლების განმავლობაში ეფრაიმ გური, იგივე ეფრემ გორელაშვილი, იყო ისრაელის პარლამენტის წევრი, აშდოდის ვიცე-მერი, კომუნიკაციების მინისტრის მოადგილე და ტრანსპორტის მინისტრის მოადგილე.

ებრაელი პოლიტიკოსი სამტრედიის რაიონის სოფელ კულაშში დაიბადა. მომავალმა პოლიტიკოსმა სკოლაც საქართველოში დაამთავრა, თუმცა 1972 წელს მშობლებთან ერთად საცხოვრებლად ისრაელში გადავიდა. ეფრაიმ გურმა უმაღლესი განათლება მეორე სამშობლოში მიიღო, მისი პროფესიული საქმიანობა კი სადაზღვევო აგენტობით დაიწყო.

ეფრაიმ გურის პოლიტიკოსის კარიერა გასული საუკუნის 80-იან წლებში დაიწყო, როცა ახალგაზრდა გური ისრაელის პარლამენტში აირჩიეს. პარლამენტარობამდე კულაშში დაბადებული ეფრაიმ გური ისრაელის ქალაქ აშდოდის ვიცე-მერი იყო, თუმცა ”შეთავსებით” ერთ-ერთი კერძო სადაზღვევო კომპანიის მფლობელი. ისრაელის მედია ხშირად წერდა, რომ ეფრაიმ გურს ბიზნესი არც პარლამენტარობის დროს მიუტოვებია, თუმცა რა თქმა უნდა, ამას საჯაროდ არ აკეთებდა. კუთვნილი სადაზღვევო კომპანია მან ახალ მეგობარს, კიდევ ერთ ქართველს, საქართველოში დაბადებულ და ისრაელში გადაბარგებულ აბრაამ ნანიკაშვილს ჩააბარა.

”მცირე საოჯახო ბიზნესი მაქვს - ექსპორტი, იმპორტი... კომპანიაში ხელფასს არ ვიღებ, არც კომპანიის კუთვნილი მანქანით ვსარგებლობ და არც დანახარჯებს მინაზღაურებს ვინმე. მხოლოდ და მხოლოდ აქციების მცირე ნაწილის მფლობელი ვარ და ვიღებ დივიდენდებს. ამას კი კანონი არ კრძალავს”, - მოკრძალებით აღნიშნა ერთ-ერთ ინტერვიუში ეფრაიმ გურიმ.

იხილეთ სტატია სრულად

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა