მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ბავშვები

მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ბავშვები

პრინცი ჯორჯი, 1 წლის, 1 მილიარდი დოლარი

ბრიტანული სამეფო ტახტის რიგით მესამე მემკვიდრე, რომელმაც შეიძლება გაცილებით მეტი მიიღოს, ვიდრე უბრალოდ, ძალაუფლება. ტიტულთან ერთად, იგი მემკვიდრეობით, მხოლოდ მამისგან ერთი მილიარდი დოლარის ღირებულების აქტივებს მიიღებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ჯორჯი არ გახდება მონარქი, იგი სახელმწიფო ხაზინიდან ყოველწლიურად 400 მილიონ ფუნტ სტერლინგს მიიღებს. შეგახსენებთ, რომ დიდ ბრიტანეთში გადასახადები სამეფო ოჯახის სუბსიდირებისთვის გამოიყენება.

სური კრუზი, 8 წლის, 270 მილიონი დოლარი

ჯერ მარტო სურის მოდურ გარდერობზე, მისი მშობლები ტომ კრუზი და კეტი ჰოლმსი 3 მილიონ დოლარს ხარჯავენ. ახალი წლის დღესასწაულზე დედამ სურისთვის განსაკუთრებული სურპრიზის გაკეთება გადაწყვიტა და ვიქტორიანული სტილის სათამაშო სახლი უყიდა, რომელსაც საკუთარი გათბობის სისტემა, წყალგაყვანილობა, ელექროენერგია აქვს. მისი ღირებულება 24 ათასი დოლარია. გოგონას პირადი ქონება 270 მილიონ დოლარს შეადგენს.

დენიელ ჰოუფ ბირკჰედ-მარშალი, 8 წლის, 59 მილიონი დოლარი

ეს ის შემთხვევაა, როდესაც მდიდარ ოჯახში გატარებული ბავშვობა სულაც არ ჰგავს ზღაპარს. სულ რამდენიმე თვის განმავლობაში გოგონამ დედა და უფროსი ძმა დაკარგა. ჰოუფის დედა ცნობილი მოდელი ანა ნიკოლ სმიტი ტრაგიკულად დაიღუპა, ხოლო მის ბიოლოგიურ მამას რამდენიმე თვე დასჭირდა, რათა საკუთარი მამობა სასამართლოსთვის დაემტკიცებინა. 6 წლის ასაკში ბავშვს დედის მდიდრული სახლი და 10 მილიონი დოლარი ერგო მემკვიდრეობით. ანა ნიკოლ სმიტი მოხუც მაგნატზე, ჰოვარდ მარშალზე იყო გათხოვილი. მიუხედავად იმისა, რომ მეუღლემ სიკვდილის შემდეგ მას არაფერი დაუტოვა, მოსამათლემ ანას შვილს მილიარდერის ქონებიდან 49 მილიონი დოლარი გადასცა.

ვალენტინა პალომა პინო 7 წლის, 12 მილიონი დოლარი.

მსახიობ სელმა ჰაიეკის და მილიარდერის, ფრანსუა ანრი-პინოს შვილმა უკვე მიიღო მონაწილეობა იტალიურ გალა-კონცერტებში და დედასთან ერთად არაერთხელ გაიარა წითელ ხალიჩებზე. ვალენტინა პალომა 3 წლიდან თავისუფლად საუბრობს სამ ენაზე და მიჩვეულია არდადაგების მდიდრულ კურორტ სან-ბერნარზე გატარებას. ვალენტინას სახელზე ამჟამად, 12 მილიონი დოლარია გაფორმებული.

ჯეიდენ სმიტი, 16 წლის, 8 მილიონი

ცნობილი მსახიობების, უილ სმიტისა და ჯადა პინკეტ სმიტის უფროსმა ვაჟმა საკუთარი შრომით, "კარატე-ბიჭის" როლის შესრულებისთვის 5 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. გარდა გადაღებებისა, ჯეიდენი ფულს საკუთარი რეპ და საცეკვაო შოუების და პირადი მოდური ტრენდის მეშვეობითაც შოულობს. შედეგად, შრომისმოყვარე ბიჭუნას ანგარიშზე არსებული თანხა 8 მილიონს უტოლდება. პატარა ასაკის მიუხედავად, ჯეიდენი, ისევე, როგორც სმიტების ოჯახის სხვა წევრები, საკმაოდ დიდ თანხას ქველმოქმედებაში ხარჯავს, მაგალითად იგი ზამბიაში შიდსის წინააღმდეგ იბრძვის.

რიკო როდრიგესი , 16 წლის 4 მილიონი

ამ თინეიჯერ მსახიობს ჯერ სკოლაც არ დაუმთავრებია და უკვე 4 მილიონ დოლარიანი ქონების შეგროვება შეძლო. ახალგაზრდა კომიკოსს პოპულარობა სერიალ "თანამედროვე ოჯახში" მენი დელგადოს როლმა მიანიჭა. ასევე რიკომ 5-მდე მხატვრულ ფილმში მიიღო მონაწილეობა და საკუთარი ავტობიოგრაფიაც გამოუშვა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა