უკრაინაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იმართება, რომელშიც 4,6 მილიონი ამომრჩეველი მონაწილეობას ვერ იღებს

უკრაინაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იმართება, რომელშიც  4,6 მილიონი ამომრჩეველი მონაწილეობას ვერ იღებს

უკრაინაში 26 ოქტომბერს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იმართება. უკრაინული მედიის ცნობით, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების მსგავსად, წლევანდელი არჩევნებიც შერეული სისტემით ჩატარდება - დეპუტატების ერთ ნაწილს პარტიული სიით აირჩევენ, ნაწილს კი - მაჟორიტარული წესით.

"დროებით ოკუპირებული ტერიტორიების სტატუსის შესახებ" კანონის თანახმად, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმსა და სევასტოპოლში არჩევნები არ გაიმართება. უკრაინული მედიის ცნობით, ამის გამო ქვეყნის უმაღლეს რადაში ნაცვლად 225 მაჟორიტარისა, სავარაუდოდ, 198 დეპუტატს აირჩევენ.

აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების გამო საპარლამენტო არჩევნები არ ჩატარდება დონეცკის ოლქის ცხრა და ლუგანსკის ექვს ოლქში.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, სულ არჩეული უნდა იქნას 450 სახალხო დეპუტატი, ამათგან 225 პარტიული სიით. არჩევნებში მონაწილეობას 29 პარტია მიიღებს.

უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ევროპარლამენტის 27 დამკვირვებელი დააკვირდება.

სოციოლოგების პროგნოზით, საპარლამენტო მარათონის უპირობო ლიდერია "პეტრო პოროშენკოს ბლოკი". წინასწარი პროგნოზით, რადაში მოხვედრის შანსი კიდევ 5 პარტიას აქვს - იულია ტიმოშენკოს "ბატკივშინა", ოლეგ ლეშკოს "რადიკალური პარტია", არსენი იაცენუკი "სახალხო ფრონტი", "ძლიერი უკრაინა" და "ოპოზიციური ბლოკი".

უკრაინის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში 4,6 მილიონი ამომრჩეველი აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების გამო მონაწილეობას ვერ მიიღებს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

საპარლამენტო და საარჩევნო პროგრამების საზოგადოებრივი ქსელის მონაცემებით, სევასტოპოლსა და ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკაში მცხოვრები მოსახლეობა - 1,8 მილიონი მოქალაქე არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

"ჩვენი მონაცემებით, დონეცკის ოლქში, ამომრჩეველთა 49% - 1,6 მილიონი ადამიანი არჩევნებში ხმას ვერ მისცემს, ლუგანკის ოლქიდან კი ამომრჩეველთა 69%, - 1,2 მილიონი ადამიანი", - განაცხადა საპარლამენტო და საარჩევნო პროგრამების საზოგადოებრივი ქსელის წარმომადგენელმა.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა