უკრაინის ცესკო-ს ბოლო მონაცემებით, არსენი იაცენიუკის პარტია ხმების 22,18%-ით ლიდერობს

უკრაინის ცესკო-ს ბოლო მონაცემებით, არსენი იაცენიუკის პარტია ხმების 22,18%-ით ლიდერობს

უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბოლო ინფორმაციით, დათვლილია ხმების 97,75%. წინასწარი მონაცემებით, უკრაინის პრემიერ-მინისტრის არსენი იაცენიუკის პარტია "სახალხო ფრონტი" ხმების 22,18%-ით ლიდერობს, მეორე ადგილზეა პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ბლოკი - 21,82%, გაერთიანება "სამოპომიჩი" - 11,01%, ოპოზიციური ბლოკი - 9,35%, "რადიკალური პარტია" - 7,44%, იულია ტიმოშენკოს პარტია "ბატკივშჩინა" - 5,69%.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ხმების დათვლის პროცესი ყველაზე ცუდად ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებში მიმდინარეობს. უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისია რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების შედეგებს 10 ნოემბერს გამოაცხადებს. უმაღლეს რადაში ექვსი პარტია მოხვდება. უკრაინაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა