"ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ქურთ მებრძოლთა დამატებითი ძალები ჩაერთნენ

"ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ქურთ მებრძოლთა დამატებითი ძალები ჩაერთნენ

თურქეთში, ქურთ მებრძოლთა 150 კაციანი დაჯგუფება ჩავიდა, რომელიც სირიის საზღვარს გადაკვეთს და კობანში, "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაერთვება. "ბიბისის" ცნობით, ქურთ მებრძოლთა ერთი ნაწილი თურქეთში ერაყიდან ჩავიდა. გასულ კვირას თურქეთის ხელისუფლებამ თანხმობა განაცხადა, ქურთ მებრძოლებს თურქეთის საზღვარი გადაეკვეთათ "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ საბრძოლველად. თუმცა, ამასთან, თურქეთმა უარი თქვა კობანის დასახმარებლად საკუთარი მებრძოლების გაშვებაზე.

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, კობანის მცველი სირიელი ქურთები დაკავშირებული არიან "ქურთების მუშათა პარტიასთან", რომელიც ერდოღანის თქმით, ტერორისტული ორგანიზაციაა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა