გენდერული თანასწორობის რეიტინგში საქართველო 142 ქვეყანას შორის 85-ე ადგილს იკავებს

გენდერული თანასწორობის რეიტინგში საქართველო 142 ქვეყანას შორის 85-ე ადგილს იკავებს

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გენდერული თანასწორობის 2014 წლის რეიტინგში საქართველო 142 ქვეყანას შორის 85-ე ადგილს იკავებს. გასულ წელს საქართველო 86-ე პოზიციაზე იყო. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი გენდერული თანასწორობის რეიტინგს ეკონომიკაში, პოლიტიკაში, განათლებასა და ჯანდაცვის სისტემაში ქალთა ჩართულობის მიხედვით ადგენს.

2014 წლის რეიტინგის თანახმად, საქართველოს ეკონომიკაში ქალთა ჩართულობის მხრივ 66-ე პოზიცია უკავია, განათლებაში - 80-ე, ჯანდაცვის მხრივ -115-ე, პოლიტიკაში მონაწილეობით კი 94-ე. რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებს, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გენდერული თანასწორობის 2014 წლის რეიტინგში აზერბაიჯანი 94-ე ადგილზეა, სომხეთი - 103-ე, თურქეთი - 125-ე, ხოლო რუსეთი 142 ქვეყანას შორის 75-ე პოზიციაზეა, უკრაინა - 56-ზე.

2014 წლის რეიტინგის პირველ ხუთეულში სკანდინავიის ქვეყნები - ისლანდია, ნორვეგია, შვედეთი, ფინეთი და დანია შედიან. აღსანიშნავია, რომ ათეულში მოხვდა რუანდა, რომელმაც მეშვიდე ადგილი დაიკავა. ბოლო პოზიციებზე იემენი და პაკისტანი არიან."სამწუხაროდ, მსოფლიოში ვერც ერთმა ქვეყანამ ვერ შეძლო ამ დრომდე გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრა", - ნათქვამია მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ანგარიშში.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა