შვედეთის მთავრობამ პალესტინის სახელმწიფო აღიარა

შვედეთის მთავრობამ პალესტინის სახელმწიფო აღიარა

შვედეთის მთავრობამ პალესტინა, როგორც სახელმწიფო, ოფიციალურად აღიარა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "ფრანს-პრესი" შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ამგვარად, შვედეთი ევროკავშირის პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც პალესტინა აღიარა. "მთავრობა დღეს გადაწყვეტილებას მიიღებს პალესტინის სახელმწიფოს აღიარების თაობაზე. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც პალესტინელებს თვითგამორკვევის საშუალებას მისცემს", - განაცხადა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგოტ ვალსტრომმა.

შვედეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა სტეფან ლევენმა 3 ოქტომბერს გააკეთა განცხადება პალესტინის შესაძლო აღიარების თაობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება გააკრიტიკა ისრაელის მთავრობამ. ისრაელის საგარეო საქმეთა მინსტრმა ავიგდორ ლიბერმანმა აღნიშნულ ნაბიჯს "ნაჩქარევი და დაუფიქრებელი" უწოდა.

პალესტინის სახელმწიფო 1988 წლის 15 ნოემბერს, ალჟირში, პალესტინის ეროვნული საბჭოს რიგგარეშე სესიაზე გამოაცხადეს. პალესტინის სახელმწიფოს დე-ფაქტო აღიარება დაადასტურა გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ. 26 წლის განმავლობაში პალესტინის სახელმწიფო აღიარა 134 ქვეყანამ, თუმცა მათ შორის არც ერთი არ არის ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ამასთან, ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმეტესობაში პალესტინის დიპლომატიური მისია არსებობს.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა