დღეიდან უკრაინა-ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმება ნაწილობრივ ძალაში შევიდა

დღეიდან უკრაინა-ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმება ნაწილობრივ ძალაში შევიდა

დღეიდან უკრაინასა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმება ნაწილობრივ ძალაში შევიდა. "ლიგა.ნეტ"-ის ინფორმაციით, შეთანხმების დებულებათა ნაწილი, რომლებიც ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ზონის შექმნას ეხება, მინიმუმ 2015 წლის ბოლომდე არ იმოქმედებს. ამავდროულად, 2015 წლის ბოლომდე ევროკავშირის ბაზარზე უკრაინული საქონლისთვის პრეფერენციები მოქმედებს.

ცოტა ხნით ადრე გამოქვეყნდა უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ჰერმან ვან რომპეისა და ევროკომისიის პრეზიდენტის ჟოზე მანუელ ბაროზუს ერთობლივი განცხადება ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების დროებითი გამოყენების შესახებ, რომელშიც აღნიშნულია, რომ ასოცირების შესახებ შეთანხმება მთავარი ინსტრუმენტი გახდება ევროკავშირის მხარდაჭერით უკრაინაში ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმების გასატარებლად მომდევნო წლებში.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა