რუსული რუბლი ვარდნას განაგრძობს

რუსული რუბლი ვარდნას განაგრძობს

რუსული რუბლი რეკორდულ ვარდნას განაგრძობს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. "ინტერფაქსის" ცნობით, "მოსკოვის ბირჟაზე" დღეს ევრო კიდევ ორი რუბლით გაიზარდა და 59,47 რუბლს მიაღწია, 1 დოლარის კურსმა კი 48,42 რუბლი შეადგინა. 1,83 რუბლით გაიზარდა ბივალუტური კალათის ღირებულება, რომელმაც 53,73 რუბლი შეადგინა. რუსული მედიის ინფორმაციით, წინასწარი შეფასებით, ოქტომბრის თვეში რუბლის კურსი 5,5%-ით დაეცა, წლის დასაწყისიდან ცხრა თვის განმავლობაშ კი 8,6%-ით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა