ბიზნესთან დაკავშირებული მექრთამეობის რისკის დონე საქართველოში დაბალი მაჩვენებლით შეფასდა

ბიზნესთან დაკავშირებული მექრთამეობის რისკის დონე საქართველოში დაბალი მაჩვენებლით შეფასდა

არაკომერციულმა საქმიანმა ასოციაცია Trace International-მა და ანალიტიკურმა ცენტრმა Rand Corporation-მა მსოფლიოს ქვეყნებში ბიზნესთან დაკავშირებული მექრთამეობის რისკების შემფასებელი ინდექსი Trace Matrix გამოაქვეყნა. ინდექსის მიხედვით, ბიზნესთან დაკავშირებული მექრთამეობის რისკის დონე საქართველოში დაბალი მაჩვენებლით შეფასდა და 197 ქვეყანას შორის 27 ქულით მე-11 ადგილი დაიკავა. რეიტინგის ავტორები ქვეყნების მდგომარეობას ოთხი კრიტერიუმით აფასებენ - ბიზნესის მთავრობასთან ურთიერთობები, ანტიკორუფციული კანონმდებლობა და მათი აღსრულება, ხელისუფლებისა და საჯარო სამსახურის გამჭვირვალობა და ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების ზედამხედველობის შესაძლებლობები, მედიის როლის ჩათვლით. ინდექსი ასევე მოიცავს 9 ქვეკატეგორიას.

Trace Matrix-ის თანახმად, ბიზნესის მთავრობასთან ურთიერთქმედების დონით საქართველო 17 ქულით შეფასდა, ანტიკორუფციული კანონმდებლობა - 24 ქულით, ხელისუფლებისა და საჯარო სამსახურის გამჭვირვალობის კუთხით - 19 ქულით, საზოგადოების ზედამხედველობის შესაძლებლობა - 39 ქულით. Trace Matrix-ის ინდექსის პირველ ხუთეულში ირლანდია, კანადა, ახალი ზელანდია, ჰონგ კონგი და შვედეთი არიან, ბოლო ხუთეულში კი კამბოჯა, უზბეკეთი, ანგოლა, იემენი და ნიგერია არიან. რაც შეეხება რეგიონის სხვა ქვეყნებს - აზერბაიჯანი 140-ე პოზიციაზე დასახელდა, სომხეთი - 87-ე, რუსეთი - 124, უკრაინა კი 132-ე პოზიციაზე.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა