კიევში დღეს საქართველოს მხარდამჭერი აქცია გაიმართება

კიევში დღეს საქართველოს მხარდამჭერი აქცია გაიმართება

კიევში, მიხაილოვის მოედანზე დღეს საქართველოს მხარდამჭერი აქცია, სახელწოდებით "არა პუტინის მარიონეტულ რეჟიმს" გაიმართება. სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, აქციის მონაწილეები რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის კუთვნილი ტერიტორიების ანექსიას გააპროტესტებენ, ასევე აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტში შეტანილ ე.წ. შეთანხმებას რუსეთსა და აფხაზეთს შორის გაერთიანებული არმიის შექმნასთან დაკავშირებით.

როგორც აქციის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ქართველი ხალხი ისევე, როგორც უკრაინელი ხალხი დამოუკიდებლობისა და ეროვნული იდენტობის დაკარგვის საფრთხის წინაშე დგას.

"ქართველი ხალხი უკრაინელებს ყოველთვის უჭერდა მხარს რთულ მომენტებში. მაიდანზე დაღუპულთა შორის საქართველოს ამაყი შვილებიც არიან. ჩვენ მთელ მსოფლიოს ვეუბნებით - საქართველო ერთიანი და განუყოფელია! აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა! ყირიმი - უკრაინაა!" - ნათქვამია აქციის ორგანიზატორთა მიერ გავრცელებულ განცხადებაში. კიევში საქართველოს მხარდამჭერი აქცია ადგილობრივი დროით 14:00 საათზე დაიწყება.

დღეს, თბილისში, "ნაციონალური მოძრაობა" ლოზუნგით "არა - ანექსიას!" აქციას გამართავს.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა