აშშ-ს მთავრობა მოქალაქეების თვალთვალს გააგრძელებს

აშშ-ს მთავრობა მოქალაქეების თვალთვალს გააგრძელებს

ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა არ მიიღო კანონი, რომელიც ნაციონალური უსაფრთხოების სააგენტოს უფლებამოსილებას ზღუდავს. მათივე ინფორმაციით, კანონის მიღებას ორი ხმა დააკლდა. კანონპროექტს მხარი 58 სენატორმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო 42. ამერიკული თავისუფლების აქტის მომხრეები, რომელთა შორის არიან ლიბერალი დემოკრატები და ლიბერალი რესპუბლიკელები, იმედოვნებდნენ, რომ საზოგადოებას აღელვებდა ინფორმაცია სპეცსამსახურების მიერ მასობრივი სატელეფონო მოსმენების და ინტერნეტში პირადი ინფორმაციების წვდომასთან დაკავშირებით. "რესპუბლიკელმა" სენატორმა, მიტჩ მაკკონელმა განაცხადა, რომ ნაციონალური უსაფრთხოების სააგენტოს უფლებამოსილების შეზღუდვით შეუძლებელი გახდება იმ ტერორისტების დაკავება, რომლებმაც ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე, პიტერ კესიგი მოკლეს.

კესიგი სირიაში ჰუმანიტარული დახმარების მიზნით იმყოფებოდა და 16 ნოემბერს "ისლამური სახელმწიფოს" დაჯგუფების წევრებმა მოკლეს. ხსენებული კანონპროექტით, ხელისუფლება ვეღარ შეძლებს მოიპოვოს და შეინახოს დიდი რაოდენობით საუბრების ჩანაწერები. ამით უნდა დაკავებულიყვნენ მსხვილი სატელეფონო კომპანიები, ხოლო ხელისუფლება, საჭიროების შემთხვევაში კონკრეტული ჩანაწერის გამოთხოვნით კომპანიებს მიმართავდა, თუკი ჩათვლიდა, რომ ეს ინფორმაცია როგორღაც ტერორიზმს უკავშირდებოდა. ამერიკული თავისუფლების აქტი 2013 წლის ოქტომბერში მიიღეს. ის ზღუდავს სამთავრობო პროგრამების უფლებამოსილებებს, რომლის მეშვეობით სპეცსამსახურების თანამშრომლები აშშ-ის მოქალაქეების შესახებ ინფორმაციას მოიპოვებენ.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა