ლინას ლინკევიჩუსი - უკრაინაში ომის მიზეზი 2008 წლის აუთვისებელი გაკვეთილის შედეგიც არის

ლინას ლინკევიჩუსი - უკრაინაში ომის მიზეზი 2008 წლის აუთვისებელი გაკვეთილის შედეგიც არის

უკრაინაში ომი ევროპის მიერ აუთვისებელი გაკვეთილის შედეგიც არის, როდესაც 2008 წლის საქართველოს ომის შემდეგ, ორი თვეც არ იყო გასული , რუსეთთან ნორმალურ დიალოგს რომ დაუბრუნდნენ. გამოცემა "დელფის" ინფორმაციით, ამის შესახებ ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩუსმა განაცხადა."მოდით, ვიყოთ თანმიმდევრულები, მოდით ჯერ პატივი ვცეთ საკუთარ გადაწყვეტილებებს, მხოლოდ ამის შემდეგ უნდა ველოდოთ, რომ ჩვენ გადაწყვეტილებებს სხვებიც სცემენ პატივს. რატომ უნდა სცემდნენ პატივს სხვები ჩვენ გადაწყვეტილებებს, თუკი ამას ჩვენ თვითონ არ ვაკეთებთ?! ის გაკვეთილებიც, რომლებიც ვერ ვისწავლეთ 2008 წელს, ცხადია, მათ შეისწავლეს, ვინც ახლა ატარებს აგრესიულ პოლიტიკას. და რატომ არ უნდა გაიმეორონ მათ იგივე სცენარი?! ცხადია, ისინი იმავეს გააკეთებენ, თუკი მათი პოლიტიკა აგრესიაა", - განაცხადა ლინკევიჩუსმა სეიმში გამართულ დისკუსიაზე, რომელიც უსაფრთხოებას ეხება.

მისი თქმით, სულაც არ არის გაკვირვებული რუსეთის მოქმედებებით უკრაინის წინააღმდეგ, რადგან დასავლეთი მკაცრად არ ითხოვდა თავისი მოთხოვნების შესრულებას მოსკოვისადმი კავკასიაში ომის შემდეგ."ვითარება უკრაინასა და მიმდებარედ სიმპტომატურია და რაც იქ ხდება, არა მხოლოდ მასთან არის დაკავშირებული, არამედ ჩვენთანაც. მე ვამბობ ჩვენ თვალთახედვაზე, შესაძლებლობაზე იმის გასაგებად, თუ რა ხდება, რომ გაკეთდეს დასკვნები. ბევრ რამეში თითქოს დეჟავიუა და როდესაც ვამბობთ, რომ გაკვირვებული ვართ, ყველაფერი ეს როგორ ხდება, არ ვართ გულწრფელი. მე პირადად არ მიკვირს. 2008 წლის მოვლენების შემდეგ, რა თქმა უნდა, შეგვიძლია, ვიმსჯელოთ, ვინ დაიწყო ეს ყველაფერი, ვინ გადადგა პირველი ნაბიჯი, მაგრამ ჩვენ ვხედავთ შედეგს - საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს, გაძლიერებულ სამხედრო ძალას. მოდით, გავიხედოთ უკან - დოკუმენტებში, რომლებშიც ჩვენ გამოვთქვამდით, რომ წინააღმდეგები ვართ, მოთხოვნები წაეყენა რუსეთს, რომ ის ნორმალურ თანამშრომლობას დაბრუნებოდა და რამდენიმე თვის შემდეგ დავუბრუნდით ნორმალურ ეკონომიკურ თანამშრომლობას, რადგან ეს მნიშვნელოვანი იყო ეკონომიკისა და ბიზნესისთვის. ვითარება დაძაბულია არა მხოლოდ იმ მოვლენების გამო, რაც მოხდა, არამედ ჩვენი ქმედებების გამოც, იმ გაკვეთილების გამო, რომლებიც დროულად ვერ ვისწავლეთ, იმ ზომების გამო, რომლებიც ზოგჯერ დაგვიანებულია", - განაცხადა მინისტრმა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა