ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ე.წ ხელშეკრულება რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ანექსიის სურვილს გამოხატავს

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ე.წ ხელშეკრულება რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ანექსიის სურვილს გამოხატავს

რუსეთს და აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკას შორის "მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის" შესახებ შეთანხმების გაფორმებას ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კეიტ პენტუს-როსიმანუსი ეხმაურება. როგორც კეიტ პენტუს-როსიმანუსი აღნიშნავს, სოჭში გაფორმებულ შეთანხმება რუსეთის მიერ საქართველოს კუთვნილი ტერიტორიის ანექსიის სურვილს გამოხატავს და ღრმა შეშფოთებას იწვევს."არსებობს საფრთხე, რომ ასეთი ქმედებები რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის კუთვნილი ნაწილის ანექსიასთან მიგვიყვანს. ეს ნაბიჯი არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებს და რუსეთის მიერ აღებულ ვალდებულებებს", - ნათქვამია ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაში. პენტუს-როსიმანუსი აღნიშნავს, რომ ე.წ. შეთანხმება ზიანს აყენებს ჟენევის მოლაპარაკებების პროცესს და მთელი რეგიონის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას.

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, რუსეთის ამჟამინდელი ქმედებები უკანონოა."მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულობს 2008 წელს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების აღებული ვალდებულებები, საკუთარი ჯარების კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე გაყვანის ჩათვლით. მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ასევე, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს აფხაზეთის ტერიტორიაზე შესვლის წვდომა უნდა ჰქონდეს", - ნათქვამია ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაში.

აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გუშინ სოჭში ხელი მოაწერეს "მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის" შესახებ ე.წ. შეთანხმებას. შეთანხმებას ხელი 10 წლის ვადით მოეწერა, ხუთწლიანი პერიოდებით გახანგრძლივების პერსპექტივით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა