ქალაქ ფერგიუსონში სამართალდამცავებსა და ადგილობრივებს შორის შეტაკებები მოხდა

ქალაქ ფერგიუსონში სამართალდამცავებსა და ადგილობრივებს შორის შეტაკებები მოხდა

აშშ-ში, მისურის შტატის ქალაქ ფერგიუსონში სამართალდამცავებსა და ადგილობრივებს შორის შეტაკებები მოხდა. მომხდარის მიზეზი ის გახდა, რომ ნაფიცმა მსაჯულებმა სასჯელი არ დააკისრეს პოლიციელს, რომელმაც აგვისტოში 18 წლის მაიკლ ბრაუნი მოკლა.

"ბიბისის" ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში ფერგიუსონში სროლის ხმა ისმოდა, ცეცხლი წაუკიდეს მანქანებს. პოლიციამ საპროტესტო აქციის მონაწილეთა დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. ფერგიუსონში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამა, რომელმაც მოსახლეობას ნაფიც მსაჯულთა გადაწყვეტილების მშვიდობიანად გაპროტესტებისკენ, პოლიციას კი თავშეკავებისკენ მოუწოდა. აგვისტოში 18 წლის აფროამერიკელ მაიკლ ბრაუნს პოლიციის ოფიცერმა დარენ უილსონმა 12-ჯერ ესროლა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა