რუსეთის საგარეო უწყება - ნატოსკენ სწრაფვა არ გააუმჯობესებს უკრაინელების ცხოვრებას

რუსეთის საგარეო უწყება - ნატოსკენ სწრაფვა არ გააუმჯობესებს უკრაინელების ცხოვრებას

კიევის ნატოსკენ მისწრაფება უკრაინის ირგვლივ ვითარების გამწვავებას გამოიწვევს და არ გააუმჯობესებს უკრაინელი ხალხის ცხოვრებას. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვმა პეტრო პოროშენკოს განცხადების საპასუხოდ განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტმა ქვეყანაში რეფერენდუმის ჩატარების შესახებ განაცხადა, რომელიც ქვეყნის ნატოში გაწევრიანებას უკავშირდება.

"ჯერ კიდევ 2008 წელს, პეტრო პოროშენკოს ხელისუფლებაში მოსვლამდე დიდი ხნით ადრე, ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა ამერიკის ზეწოლის შედეგად მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც შეიცავს ფრაზას იმის შესახებ, რომ უკრაინა და საქრთველო ნატოს წევრები გახდებიან. ამ გადაწყვეტილებას მეტ-ნაკლებად დამანგრევლად მივიჩნევ ევროპული უსაფრთხოების სისტემისთვის და ეწინააღმდეგება ყველა იმ პოლიტიკური და დიპლომატიური პროცესის ლოგიკას, რომელიც ბოლო ათწლეულის განმავლობაში გამოიყენებოდა", - განაცხადა რიაბკოვმა. მან უკრაინის განცხადებას იმ ილუზიის შედეგი უწოდა, რომლითაც, მისი თქმით, კიევის ლიდერები ცხოვრობენ, ასევე ბევრი დასავლეთში. "ცხოვრობენ ილუზიებით იმის შესახებ, რომ გეოპოლიტიკური დასავლური თამაში - ყველაფერია, ადამიანთა ცხოვრება - არაფერი", - განაცხადა რიაბკოვმა

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა