აშშ-ის რამდენიმე ქალაქში საპროტესტო აქციები გაიმართა

აშშ-ის რამდენიმე ქალაქში საპროტესტო აქციები გაიმართა

აშშ-ის სხვადასხვა ქალაქში ათასობით ადამიანი გამოვიდა, რათა ფერგიუსონში ნაფიცი მსაჯულების მიერ მიღებული გადაწყვეტილება გაეპროტესტებინა. ნაფიცმა სასამართლომ სასჯელისგან გაათავისუფლა პოლიციელი, რომელმაც აფროამერიკელი მოზარდი მაიკლ ბრაუნი მოკლა. "ბიბისის" ინფორმაციით, საპროტესტო აქციები გაიმართა ნიუ იორკში, ბოსტონში, ატლანტაში, ლოს ანჯელესში, სიეტლში, თუმცა აქციებს მშვიდობიანი სახე ჰქონდა. მისურის შტატის ქალაქ ფერგიუსონში გუშინ მომხდარი არეულობების შედეგად, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ქალაში დამატებითი ძალები გააგზავნა წესრიგის დასამყარებლად. შტატის გუბერნატორის ჯეი ნიქსონის განცხადებით, რეგიონს ამჟამად აშშ-ის ნაციონალური გვარდიის 2 200-მდე სამხედრო იცავს.

"ბიბისის" ცნობით, წუხელ ღამით ფერგიუსონში ვითარება კვლავ დაიძაბა. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პოლიციის მანქანა დაწვეს. არსებული ინფორმაციით, დაკავებულია 80-ზე მეტი ადამიანი, დამწვარია რამდენიმე სახლი და მანქანა. 18 წლის აფროამერიკელი მაიკლ ბრაუნს პოლიციელმა აგვისტოში 12 ჭრილობა მიაყენა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა