ვლადიმერ პუტინი - მოსკოვთან ულტიმატუმის ენით საუბარი უპერსპექტივოა

ვლადიმერ პუტინი - მოსკოვთან ულტიმატუმის ენით საუბარი უპერსპექტივოა

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, მოსკოვთან ულტიმატუმის ენით საუბარი მიუღებელი და უპერსპექტივოა. ამის შესახებ პუტინმა თურქეთში ვიზიტამდე, თურქულ საინფორმაციო სააგენტო, "ანადოლუ"-სთან ინტერვიუში განაცხადა. რუსეთის პრეზიდენტი მიიჩვენს, რომ ცალმხრივი სანქციები, რომელიც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირმა, იაპონიამ და ავსტრალიამ რუსეთის წინააღმდეგ მიიღეს, არალეგიტიმურია.

"მოსკოვთან სანქციების და ულტიმატუმების ენაზე საუბარი უპერსპექტივოა. ასეთი ზეწოლა, ეკონომიკური ზიანის გარდა, საერთაშორისო სტაბილურობას საფრთხეს უქმნის", -განაცხადა პუტინმა. მისივე განცხადებით, წამყვანი დასავლელი კომპანიების ხელმძღვანელები, რომლებიც რუსეთში მუშაობენ, სანქციებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოხატავენ, თუმცა მზადყოფნას გამოთქვამენ თანამშრომლობა გააგრძელონ."იმედია, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს", -განაცხადა პუტინმა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა