პაკისტანში, სკოლაზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 126-მდე გაიზარდა

პაკისტანში, სკოლაზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 126-მდე გაიზარდა

პაკისტანის ქალაქ პეშვარას სკოლაში "თალიბანის" მებრძოლთა თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 126-მდე გაიზარდა, მათ შორის 84 სკოლის მოსწავლეა. "ბიბისის" ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით, დაშავებულია 122 ადამიანი. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ექვსამდე სამხედრო ფორმაში ჩაცმული თავდამსხმელი შენობაში რამდენიმე საათის წინ შეიჭრა, იქ მყოფებს ცეცხლი გაუხსნა და მძევლები აიყვანა. "ბიბისის" ცნობით, ამ დროისთვის დაზუსტებით უცნობია, რამდენი ადამიანი იმყოფება სკოლის შენობაში. "თალიბანის" პრესსპიკერის განცხადებით, სკოლაზე თავდასხმა პაკისტანის არმიის მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე პასუხია. ადგილობრივი ხელისუფლება ასევე აღნიშნავს, რომ სკოლაში სწავლობენ იმ სამხედროებისა და ოფიცრების შვილები, რომლებიც "თალიბანის" წინააღმდეგ იბრძვიან.

უცხოურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ პაკისტანის სპეცსამსახურებმა ექვსი თავდამსხმელიდან ოთხის ლიკვიდაცია შეძლეს.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა