პაკისტანში, სამხედრო სკოლაზე თავდასხმის შედეგად, ბოლო მონაცემებით, 141 ადამიანი დაიღუპა

პაკისტანში, სამხედრო სკოლაზე თავდასხმის შედეგად, ბოლო მონაცემებით, 141 ადამიანი დაიღუპა

პაკისტანის ქალაქ პეშვარაში სამხედრო სკოლაზე "თალიბანის" მებრძოლების თავდასხმის შედეგად, ბოლო მონაცემებით, 141 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 132 ბავშვი და სკოლის ცხრა თანამშრომელი. "ბიბისის" ინფორმაციით, პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოცხადა. ადგილობრივი არმიის განცხადებით, სკოლაზე თავდასხმა "თალიბანის" შვიდმა მებრძოლმა განახორციელა. სპეცოპერაციის შედეგად შვიდივე მათგანი ლიკვიდირებულია. სამხედრო სკოლა თავდამსხმელებს 8 საათის განმავლობაში ჰქონდათ დაკავებული. "ბიბისის" ცნობით, თავდასხმის შედეგად 125 ადამიანია დაჭრილი. "თალიბანის" პრესპიკერის მოჰამედ ხურასანის განცხადებით, დაჯგუფების მებრძოლები "იძულებული" იყვნენ განეხორციელებინათ სკოლაზე თავდასხმა არმიის შეტევებზე საპასუხოდ.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა