ამერიკასა და კუბას შორის ათწლეულების წინ შეწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობები აღდგება

ამერიკასა და კუბას შორის ათწლეულების წინ შეწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობები აღდგება

ამერიკის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ ოფიციალურად განაცხადა აშშ-სა და კუბას შორის დიპლომატიური და ეკონომიკური ურთიერთობების განახლების შესახებ."ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებებია ჩვენ საგარეო პოლიტიკაში ბოლო 50 წლის განმავლობაში. ჩვენ დავასრულებთ იმ მოძველებულ მიდგომებს, რომლებმაც ბოლო ათწლეულებია არ გვიშველა ჩვენი ინტერესების წინ წაწევაში. ამის ნაცვლად დავიწყებთ ჩვენ ქვეყნებს შორის ურთიერთობების გამოსწორებას", - განაცხადა ობამამ. მანვე ამერიკის კონგრესს მოუწოდა, კუბასთვის დაწესებული ემბარგო მოიხსნას. აშშ-სა და კუბას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1961 წლიდან შეწყვეტილია.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა