ვლადიმერ პუტინი - რუსეთის ეკონომიკა გამოვა ამ მდგომარეობიდან

ვლადიმერ პუტინი - რუსეთის ეკონომიკა გამოვა ამ მდგომარეობიდან

რუსეთის ეკონომიკა გამოვა ამ მდგომარეობიდან და ზრდის მაჩვენებელს დაუბრუნდება, ეს გარდაუვლია, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე.

"ეკონომიკაში შექმნილი ვითარება გარეფაქტორებით არის პროვოცირებული. მაგრამ ვითარება ძალიან მალე დალაგდება; მაგრამ ამისთვის ალბათ, ყველაზე უარესი პროგნოზით ორი წელი დაგვჭირდება", - აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ეკონომიკის მხრივ ვითარება უკვე 2015 წლის პირველ კვარტალში დაიწყებს გაუმჯობესებას. მისივე თქმით, შექმნილ ვითარებას კრიზისს ვერ დაარქმევდა. რას ემყარება ჩემი ოპტიმიზმი? ეკონომიკა აუცილებლად მოერგება ნავთობის დაბალ ფასებს", - დასძინა რუსეთის პრეზიდენტმა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა