ბარაკ ობამამ კანონპროექტს "უკრაინის მხარდამჭერი აქტი" ხელი მოაწერა

ბარაკ ობამამ კანონპროექტს "უკრაინის მხარდამჭერი აქტი" ხელი მოაწერა

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ხელი მოაწერა კანონპროექტს "უკრაინის მხარდამჭერი აქტი". "რადიო თავისუფლების" ინფორმაციით, კანონპროექტი რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემოღებას ითვალისწინებს, მაგრამ თეთრი სახლის განცხადებით, ეს არ გულისხმობს სანქციების დაუყოვნებლივ დაწესებას. "კანონისთვის ხელის მოწერა არ ნიშნავს, რომ შეიცვლება ადმინისტრაციის სანქციების პოლიტიკა", - განაცხადა ბარაკ ობამამ. "უკრაინის მხარდამჭერი აქტი" აშშ-ის კონგრესმა რამდენიმე დღის წინ ერთსულოვნად მიიღო. დოკუმენტი უფლებას ანიჭებს აშშ-ის პრეზიდენტს დამატებითი სანქციები დაუწესოს რუსეთს.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა