დღეს კიევში დაღუპულ ქართველ სამხედროსთან გამოსამშვიდობებელი ცერემონია გაიმართება

დღეს კიევში დაღუპულ ქართველ სამხედროსთან გამოსამშვიდობებელი ცერემონია გაიმართება

კიევში დღეს უკრაინაში დაღუპულ ქართველ სამხედროსთან ალექსანდრე გრიგოლაშვილთან გამოსამშვიდობებელი ცერემონია გაიმართება. როგორც "ინტერპრესნიუსს" უკრაინაში საქართველოს ელჩმა მიხეილ უკლებამ განუცხადა, გამოსამშვიდობებელი ცერემონია მაიდანზე, შუადღისას არის დაგეგმილი. მისივე განმარტებით, აღნიშნულის პარალელურად მიმდინარეობს ალექსანდრე გრიგოლაშვილის საქართველოში ჩამოსვენების საკითხზე მუშაობა.

"საქართველოს მთავრობა ყველა ხარჯს თავის თავზე იღებს. საელჩო ჩართულია და ვმუშაობთ ცხედარის გადმოსვენებაზე. ეს, ალბათ, ხვალისთვის იქნება შესაძლებელი, რადგან საკითხი გარკვეულ პროცედურებთან არის დაკავშირებული. ოჯახთან გვაქვს კავშირი და ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად მოკლე ვადებში მოხდეს ქართველი სამხედროს გადმოსვენება", - აღნიშნა მიხეილ უკლებამ. ელჩის ინფორმაციით, ალექსანდრე გრიგოლაშვილი, რომელიც "აიდარში" იბრძოდა, 32 წლის იყო.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა