რუმინეთის ახლადარჩეული პრეზიდენტი - მთავარი მიზანი კორუფციასთან ბრძოლა იქნება

რუმინეთის ახლადარჩეული პრეზიდენტი - მთავარი მიზანი კორუფციასთან ბრძოლა იქნება

რუმინეთის ახალი პრეზიდენტის კლაუს იოჰანისის განცხადებით, მისი მთავარი მიზანი კორუფციასთან ბრძოლა იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას "ევრონიუსი" ავრცელებს. "მინდა, რომ ქვეყანაში კორუფცია აღარ იყოს. საზოგადოებრივმა ინსტიტუციებმა მოქალაქეებისთვის უნდა იმუშაონ, პოლიტიკურმა კლასმა კი ერთხელ და სამუდამოდ, უნდა გაიაზროს, რომ ისინი საზოგადოებისთვის მუშაობენ და არა - საკუთარი თავისა და რომელიმე ჯგუფის ინტერესებისთვის", - აღნიშნა ქვეყნის ახალმა პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას.

55 წლის კლაუს იოჰანესის ინაუგურაცია გუშინ, რუმინეთის სენატისა და პალატის დეპუტატების ოფიციალურ სხდომაზე შედგა. 16 ნოემბერს მან არჩევნების მეორე ტურში მთავარი ოპონენტი, მემარცხენე პრემიერ-მინისტრი ვიქტორ პონტა დაამარცხა და 8%-იანი სხვაობით მოიპოვა გამარჯვება.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა